1. დოკუმენტის მიზანი
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს, ინახავს და იცავს შპს „ჯითიეს“ (შემდგომში – „კომპანია“) მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.
პოლიტიკა ვრცელდება კომპანიის ვებგვერდებზე, მათ შორის ძირითად დომენზე Techsolution.GE და დამატებით დომენებზე, რომლებიც გამოიყენება SEO-სა და რედირექტირების მიზნებისთვის:
- cctvgeorgia.ge
- kameramontaji.ge
- protection.ge
- camerashop.ge
ვებგვერდის გამოყენებითა და პერსონალური მონაცემების ნებაყოფლობით მიწოდებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
კომპანია ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) პრინციპებით.
2. მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს აქვს უფლება:
- მიიღოს ინფორმაცია მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ;
- იცოდეს, რომელი მონაცემები მუშავდება;
- მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის შესახებ;
- მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, დაბლოკვა ან წაშლა, თუ ისინი არაზუსტია ან კანონის დარღვევით მუშავდება;
- მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დაუყოვნებლივ წაშლა შესაძლოა შეუძლებელი იყოს საგადასახადო ან სხვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების გამო.
3. თანხმობა
ვებგვერდზე ნებისმიერი აქტივობა, ფორმის შევსება, კომუნიკაცია ან ინფორმაციის ნებაყოფლობით მიწოდება ითვლება მომხმარებლის თანხმობად, რომ შპს „ჯითიეს“ დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია კანონმდებლობის ფარგლებში.
4. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
მონაცემთა დამუშავება ხორციელდება შემდეგ საფუძვლებზე:
- მომხმარებლის თანხმობა;
- სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;
- კომპანიის კანონიერი ინტერესები;
- კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
5. მონაცემთა დამუშავების მიზნები
პერსონალური მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებით:
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
- მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- მომხმარებლის შეკითხვებსა და საჩივრებზე რეაგირება;
- შეთავაზებებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- ვებგვერდის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
- უსაფრთხოების და დანაშაულის პრევენცია;
- კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
6. მონაცემთა შენახვის ვადა
პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნების მისაღწევად ან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად.
7. მომხმარებლის ვალდებულებები
მომხმარებელი ვალდებულია:
- მიაწოდოს კომპანიას ზუსტი და სრული ინფორმაცია;
- საჭიროების შემთხვევაში განაახლოს საკუთარი მონაცემები;
- დაიცვას ვებგვერდის გამოყენების წესები;
- არ დაარღვიოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები;
- არ გამოიყენოს ვებგვერდი უკანონო ან მავნე საქმიანობისთვის;
- უზრუნველყოს საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოება;
- არ გაუზიაროს ავტორიზაციის მონაცემები მესამე პირებს;
- დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას უსაფრთხოების შესაძლო დარღვევის შესახებ;
- გამოიჩინოს პატივისცემა სხვა მომხმარებლების მიმართ.
8. რა მონაცემებს ვაგროვებთ
კომპანიამ შესაძლოა შეაგროვოს შემდეგი მონაცემები:
- სახელი და გვარი;
- ელფოსტის მისამართი;
- ტელეფონის ნომერი;
- საცხოვრებელი ან დროებითი მისამართი;
- ავტორიზაციის მონაცემები (პაროლი – დაშიფრული სახით);
- მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მიწოდებული დამატებითი ინფორმაცია;
- გადახდის მონაცემები (ბარათის ინფორმაცია არ ინახება კომპანიის სისტემაში — გადახდა ხორციელდება პარტნიორი ბანკის უსაფრთხო სერვერზე).
9. Cookies და ლოგ ფაილები
Cookies
ვებგვერდი იყენებს Cookies-ს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და ანალიტიკისთვის. Cookies-ის საშუალებით შეიძლება შეგროვდეს:
- IP მისამართი;
- მოწყობილობის ტიპი;
- ბრაუზერი;
- გახსნილი გვერდები და სესიის ხანგრძლივობა;
- ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებები.
Cookies-ის გამოყენების მიზნები:
- მომხმარებლის პრეფერენციების დამახსოვრება;
- ავტორიზაცია და სესიის მართვა;
- ვებგვერდის ფუნქციონირების გაუმჯობესება;
- ანალიტიკური მონაცემების შეგროვება;
- რეკლამის ოპტიმიზაცია (არსებობის შემთხვევაში).
მომხმარებელს შეუძლია Cookies-ის მართვა ბრაუზერის პარამეტრებიდან. Cookies-ის გამორთვამ შესაძლოა შეზღუდოს ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქცია.
10. ლოგ ფაილები
ლოგ ფაილები ავტომატურად ინახება სერვერზე და შეიძლება შეიცავდეს:
- IP მისამართს;
- ვიზიტის თარიღსა და დროს;
- ბრაუზერსა და ოპერაციულ სისტემას;
- ნახსენებულ გვერდებს;
- შეცდომებსა და უსაფრთხოების ინციდენტებს.
ლოგ ფაილები გამოიყენება ტექნიკური პრობლემების აღმოჩენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
11. არასრულწლოვანი პირები
კომპანიის სერვისები განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი პირებისთვის. თუ გამოვლინდება, რომ მონაცემები მიღებულია არასრულწლოვანისგან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, კომპანია უფლებამოსილია წაშალოს ასეთი მონაცემები.
12. მონაცემების გაზიარება
კომპანია არ უზიარებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
- კანონით დადგენილი ვალდებულების არსებობისას;
- სასამართლოს ან უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით;
- ვებგვერდისა და მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
13. ცვლილებები პოლიტიკაში
შპს „ჯითიეს“ იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს ან განაახლოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
14. პასუხისმგებლობა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის გამოყენების წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.
კომპანია ვალდებულია:
- უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა;
- გამოიყენოს მონაცემები მხოლოდ განსაზღვრული მიზნებისთვის;
- მიიღოს ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები;
- დროულად მოახდინოს რეაგირება მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევებზე;
- მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ.
15. საკონტაქტო ინფორმაცია
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
📧 info@techsolutionn